2010/01/28


_________________________________________________________________________

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა...
ნურდოღან დემირ აბაშიში

2010/01/27

1. ქართული დამწერლობა, ისტორია და განვითარების საფეხურები

ვიკიპედიიდან
ქართული დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: ქართული მეგრული სვანური ლაზური (ლათინურთან ერთად)

შექმნა ფარნავაზ I (სავარაუდოდ)
დროის პერიოდი: 1. ძვ. წ. III ს. [1]
2. ახ. წ. III - IV სს. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე.
წინამორბედი დამწერლობები: ქართული დამწერლობა


ქართული
დამწერლობა
ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბან 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემფარნავაზ I-მა შექმნა.


ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I- მიაწერს, ძვ. . III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი შუშანიკის წამება[3] (V აუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ არამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ ქართლის ცხოვრება-ში ჩართულცხოვრება ფარნავაზისიარის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს. ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. . IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. . IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492493 წწ)). აკადემიკოს ევან ჭილაშვილის ელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 20002003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრ უნდა ყოფილიყო შექმნილი.[4]

1940 წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებული ბერძნულ ენაზე. იქვეა ცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყო[5].


მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურგრაფიკული მსგავსება.

არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხურ ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან რთად, ქართულის შექმნასაც V აუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნი სომეხი სტორიკოსის, კორიუნის თხზულებაშიმაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”.

ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთა ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემითქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლ ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (, , , , , , , , , , ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. [6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, . პატარაიძის ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8] მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის იდ მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასონიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახებოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორ ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას სუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. . I ) და დავათის (IV ) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ).

ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები

ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრულინუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

ასომთავრულ

მთავრულ, საზედაო ასოებს აბზაცის თავში წერდნენ. სურათზე: მთავრული გელათის სახარებიდან (XII )

ასომთავრული— უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. . I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის

წარწერები და სხვა. XI საუკუნემდ გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის

, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რი გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდებაასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას "მრგლოვანიც ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებსსომხურს, კოპტურს და სხვ.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტებიწრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ლემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე -ის აღმნიშვნელი

ასო ნიშანი - , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამა იიჩნევს, რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:

[10]

. პატარაიძის აზრით კი, "" ასოს ჯვარედინი ფორმა

ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ , ბერძნული ხი და ლათინური იქსი).[11]


ნუსხური დამწერლობის მაგალითი. ეპიგრაფი შესრულებულია ასომთავრულით, ხოლო ძირითადი ტექსტინუსხურით (გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წეს მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ნუსხური

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI აუკუნემდე იგი უპირატესადსასტრიქონოდგამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12 საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნულისასტრიქონოდამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთადხუცურსაცუწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცებისარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა ( , ). ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც წოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა , რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:


მხედრული

ბაგრატ IV-ის სიგელიმხედრულით შესრულებული უძველესი დოკუმენტი (XI საუკუნე)

მხედრულითანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობ XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულომოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (, , ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში სოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნამხედრულის მთავრულიასოები.

ანბანი

ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა

ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგრერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (, , , , , , , , , , , , ). ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფერი ფერითაა აღნიშნული.