2010/01/27

5.ქართველური ენები

ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის

  • ქართული : 4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,9 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში.
  • ზანური ენები
    • მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა) : 600.000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში . აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში.
    • ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა. ქართ. ასევე ჭანური) : 233.000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში.
  • სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) : დაახ. 40.000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშi

გენეალოგიური ხე

პროტო-ქართველური

პროტო-ქართ-ზანური

პროტო-ზანური

სვანური

ლაზური

მეგრული

ქართული

ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში . გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა . როზენის, . ბროსესა და . ბოპის მიერ 1840-იან წლებში. ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.

მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, .. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე . კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ.. XIX -ით,[6][7] ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლ. ძვ. . VIII -ით.[7] თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ესა უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებელია.[6]

No comments:

Post a Comment