ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის 
- ქართული : 4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,9 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში. 
- ზანური ენები 
- მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა) : 600.000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში . აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში. 
- ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა. ქართ. ასევე ჭანური) : 233.000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში. 
- სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) : დაახ. 40.000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშi
გენეალოგიური ხე
|   |   |   |   |   |   | პროტო-ქართველური | ||||||||||||||||||
| 
 | ||||||||||||||||||||||||
|   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   | 
 | |||||||||
|   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   | 
 | |||||||||||||
|   |   |   |   |   |   |   |   |   |   | პროტო-ქართ-ზანური | ||||||||||||||
| 
 | ||||||||||||||||||||||||
|   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   | 
 | |||||
|   |   |   |   |   |   |   |   | 
 | ||||||||||||||||
|   |   |   |   |   |   |   | პროტო-ზანური |   |   |   |   |   |   | 
 | ||||||||||
| 
 | ||||||||||||||||||||||||
|   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   |   | 
 | |||||
|   |   |   |   |   |   | 
 | ||||||||||||||||||
| სვანური |   | ლაზური |   | მეგრული |   | ქართული |   |   | ||||||||||||||||
| 
 | ||||||||||||||||||||||||
ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში. ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.
მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, ე.წ. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე გ. კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ.წ. XIX ს-ით,[6][7] ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლ. ძვ. წ. VIII ს-ით.[7] თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ესა უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებელია.[6]
 
No comments:
Post a Comment